Wednesday, May 26, 2010

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უწევს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი ლიტვასთან ითამაშა 1990 წლის 27 მაისს. მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში.

ისტორია:

1990 წლამდე ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში თამაშობდნენ.ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი მატჩი მაშინ ითამაშეს,როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.1990 წლის 27 მაისს ქარველებმა ლიტვასთან ითამაშეს და მატჩი საყაიმო ანგარიშით–2:2 დამთავრდა(კურიოზული ფაქტი:მატჩი იყო თბილისის დინამოსა და კაუნასის ჟალგირისს შორის,მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ,1992–93 წლებში ამ ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმა გადაწყვიტეს,რომ მატჩისთვის საერთაშორისო სტატუსი მიენიჭებინათ.გადაწყვეყილება იმით იყო გამოწვეული, რომ ამ კლუბებში თამაშობდნენ საუკეთესო ქართველი და ლიტველი ფეხბურთელები.ამის გამო ქვეყნებმა ეს კლუბები ოფიციალურ ნაკრებებად წარმოაჩინეს).ეს იყო 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებულ დამოუკიდებლობამდე საქართველოს ნაკრების პირველი და ერთადერთი მატჩი.

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფასი და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.პირველი ოფიციალური ტამაში იყო ევრო–96–ის შესარჩევ ციკლში,სადაც ქართველმა ფეხბურთელები მოლდოვასთან 1:0 დამარცხდნენ.ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.საქართველო ამ ჯგუფში მე–3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსანბულგარეთს.ამის შემდეგ 2000 და 2004 წლების ევროპის ჩემპიონატების საკალიფიკაციო ჯგუფებში საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე გადიოდა,ხოლო მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ჯგუფებში მესამე,მეოთხე და მეექვსე ადგილებზე.შედეგად,საქართველო არასდროს გასულა ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირების ფინალურ ეტაპებზე.სხვათაშორის,2 წლის წინ მათ პატარა წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო არენაზე:ამხანაგურ მატჩებში მათ დაამარცხეს მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაი და საკმაოდ ძლიერი თურქეთი.ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ რეგრესს განიცდის.


No comments:

Post a Comment